პროექტები

პროექტის სახელწოდება :,, მსჯავრმდებელია დედამიწა"
მთავარი იდეა : მოსწავლეები გაეცნობიან  ეკოლოგიურ  პრობლემებს , რომელიც დედამიწას დაუდგა ადამიანთა დაუდევრობის გამო. განიხილავენ საკითხს კანონმდებლობით რამდენადტტ დასჯადია ჩადენილი დანაშაულები და რა ალტერნატიული გზების მოძიება არის მიზანშეწონილი, ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასარიდებლად
პროექტის აქტუალობა :მიუხედავად ტექნოლოგიების მნიშვნელოვნად განვითარებისა , კაცობრიობის წინაშე დგას მთელი რიგი პრობლემები , რაც ადამიანთა უცოდინრობითა და დაუდევრობითაა გამოწვეული . ყოველდღიურად იჩეხება ტყეე, იყრება ნაგავი,პოლიეთილენმა წალეკა ხმელეთი თუ წყალი,ფაბრიკა -ქარხნების გაუმართავი მუშაობა აბინძურებს ატმოსფეროს , წყალსა  თუ ხმელეთს ,პესტიციდებისა და სასუქების უზომოდ გამოყენება იწვევს ნიადაგის დაბინძურებას , ასევე ბინძურდება ჩამდინარე წყლებით ზღვები და ოკეანეები
პროექტის მიზნები : პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თუ რა იწვევსეკოლოგიურ პრობლემებს დედამიწაზე და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე
მონაწილეთა ასაკი : 8-9 კლასის მოსწავლეები
ვადები: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები  დაამზადებენ ბუკლეტებს, სხვადასხვა თემაზე ააწყობენ სლაიდ -შოუებს , გამოუშვებენ კედლისგაზეთებს , ვიდეომასალას , გაეცნობიან კანონმდებლობას , მოაწყობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს .
პროექტის რესურსები: ისტ, სახელმძღვანელოები, ფოტოაპარატი, მარკერი, ფორმატის ქაღალდი კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა: პროექტში ჩართული ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად, კენჭისყრით გაინაწილეს თემები და სასამართლო პროცესისათვის ფუნქციები.
I ჯგუფი :ხე-ტყის განადგურება .II ჯგუფი-ატმოსფეროს დაბინძურება ,III  ჯგუფი-ხმელეთის დაბინჭურება  ,IV ჯგუფი წყლის დაბინძურება ,V ჯგუფი პესტიციდებიდა სასუქები
 

Комментариев нет:

Отправить комментарий